კალაძე: „გავრცელდა კონკრეტული ფოტოები“

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა, რომელზეც სპორტის სასახლის მიმდებარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია აღბეჭდილი.

„მე არ ვიცი ამ კომპანიამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა. თუ შეცდომა იყო, ეს სამწუხაროა, ხოლო თუ მიზანმიმართულად – კიდევ უფრო დიდი უბედურება. ეს არის ხეების მოასფალტება, ეს რაღაც ახალია. მინდა კეთილმოწყობის სამსახურს, ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ.

მინდა, რომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ეს ადამიანები, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული“, – აცხადებს კალაძე.

">