კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების წარდგენა

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on 2017 წლის 15 ნოემბერი, ოთხშაბათი

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. მისი თქმით, ის თითოეული სამსახურს მოთხოვს მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. „თბილისელებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობა“, – განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, საჭიროა ქალაქის ზრუნვის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართვა.

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები იქნებიან:

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ვლადიმერ ჩიღლაძე.

იურიდიული საქალაქო სამსახური – სერგო ბირკაძე.

საფინანსო საქალაქო სამსახური – გაიოზ თალაკვაძე.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახური – გიორგი ბაგრატიონი.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – გელა ჩივიაშვილი.

კულტურის საქალაქო სამსახური – სოფიო ხუნწარია.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს – ირაკლი გვილავა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური – მამუკა მუმლაძე

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილი.

შესყიდვების საქალაქო სამსახური – გიორგი პაპავა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური – გივი კუბლაშვილი.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახური – ნუგზარ ჭონქაძე.

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური – ანდრია ბასილაია.

">