კავკასიის ბარომეტრი: გამოკითხულთა 21%-ის თქმით, ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა

ორგანიზაცია CRRC-ის კვლევა კავკასიის ბარომეტრი 2024-ის მიხედვით, კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 21% პასუხობს ქართულ ოცნებას. ამავე კვლევით, 31% ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 21% პასუხზე უარს ამბობს.
პოლიტიკური პარტიების რეიტინგი კავკასიის ბარომეტრი 2024-ის მიხედვით, შემდეგია:
· ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო [, , ] – 21%
· ახალი [, ნიკა გვარამია] – 3%
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [] – 3%
· გირჩი – მეტი თავისუფლება [ზურაბ ჯაფარიძე] – 1%
· ლეიბორისტული პარტია [შალვა ნათელაშვილი] – 1%
· ლელო საქართველოსთვის [, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი] – 1%
· საქართველოსთვის [გიორგი გახარია] – 1%
· ანა დოლიძე – ხალხისთვის [ანა დოლიძე] – 1%
· გირჩი [, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი] – 1%
· სტრატეგია აღმაშენებელი [გიორგი ვაშაძე] – 1%
· კონსერვატიული პარტია [] – 1%
· კონსერვატიული მოძრაობა „ალტ ინფო“ [კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო] – 1%
· – მოქალაქეები [ალეკო ელისაშვილი] – 1%
· ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის [, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი] – 1%
· სხვა – 2%
· ასეთი პარტია არ არსებობს – 31%
· არ ვიცი – 8%
· უარი პასუხზე – 22%
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა. ორგანიზაციის ცნობით, საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე