"იცით, ჯუღელმა რატომ თქვა, რომ "კვარას" "ნაპოლიდან" წასვლა სურს?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიზეზი დაასახელა
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ საკუთარ "იუთუბ" გვერდზე "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს ეთერში განაცხადა, რომ "კვარას" "ნაპოლიდან" წასვლა სურს.
პედულას თქმით, ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა მსგავსი რამ იმის გამო თქვა, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას ხელფასი გაუზარდოს.
"ჩვენ "ნაპოლიში" ყოფნა აღარ გვსურს, რადგან ისინი არ გვაძლევენ ხელფასს, რომელსაც ვიმსახურებთ" - ჯუღელის განცხადება პირადად მე, ასე მივიღე. ეს ბიჭი ყოველწლიურად 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ოსიმენი კი 11 მილიონ ევროს. რა თქმა უნდა, ასეთი
განცხადებები ფულს უკავშირდება.
არტიომ დოვბიკი? "ნაპოლის" მის დამატებას განიხილავს, მაგრამ უკრაინელი ჯერჯერობით შეთავაზებას "ატლეტიკოდან" ელოდება. უკრაინელის მსურველ კლუბებს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ", - განაცხადა პედულამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.