იულია ტიმოშენკო: პირადად დავუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს

“ბატკივშჩინას” ფრაქციის ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ 10 სექტემბერს პოლონეთში გაემგზავრება, რათა პოლიტიკოსს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმაროს.

ამის შესახებ, ტიმოშენკომ ტელეარხ NewsOne-თან განაცხადა.

“აუცილებლად დავუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს პირადად. ის 10 სექტემბერს გეგმავს წარმოადგინოს წერილი, სადაც წერია რომ მას უფლება აქვს იცხოვროს უკრაინაში, მიუხედავად იმის რომ მოქალაქეობა ჩამოართვეს”, – განაცხადა ტიმოშენკომ.

“ბატკივშჩინას” ფრაქციის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ის სააკაშვილის წინააღმდეგ “პოლიტიკური რეპრესიების ბინძური მეთოდების” გამოყენებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა რომ ის 10 სექტემბერს უკრაინაში პოლონეთიდან ჩავა.

 

">