ისრაელმა UNESCO დატოვა

ისრაელმა UNESCO-ს   ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ აცნობა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ. ისრაელის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ აღნიშნული ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი  UNESCO-ს დატოვების მიზეზად ორგანიზაციის მიერ ისრაელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს და მიკერძოებულ პოზიციას ასახელებენ.

“ეს გაბედული გადაწუვეტილებაა. UNESCO აბსურდის თეატრად გადაიქცა. ნაცვლად იმისა, რომ შეინარჩუნოს ისტორია, ეს ორგანიზაცია პირიქით, შლის მას“, – აცხადებს ისრაელის პრემიერმინისტრი.

მის ამ პოზიციას ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელი, კარმელ შამაც იზიარებს. მან UNESCO-ს შეშლილი ორგანიზაცია უწოდა, რომელიც კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.

გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირინა ბოკოვამ  განაცხადა, რომ ორგანიზაციას რეაბილიტაცია სჭირდება, ორივე სახელმწიფოს გადაწყვეტილების გამო კი სინანული გამოხატა.