ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, “ჰამასთან” მეორე პაუზა გამოაცხადოს

ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, “ჰამასთან” მეორე პაუზა გამოაცხადოს. განცხადება ისრაელის პრეზიდენტმა 80-მდე ქვეყნის ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა. “ჰამასი” კი ამბობს, რომ ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება.
ღაზაში, ამ დროისთვის, 130-მდე მძევალია. ღაზის სექტორზე ისრაელი ინტენსიურ იერიშს განაგრძობს. პალესტინის ჯანდაცვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე მათ კონტროლი დაამყარეს და წინ მიიწევენ სამხრეთ ღაზაში, განსაკუთრებით კი – ხან-იუნისის რაიონში. მათი თქმით, ანკლავში, საერთო ჯამში, 1500 გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც “ჰამასს” ეკუთვნოდა. უმეტესი მათგანი სამოქალაქო ობიექტებში იყო განთავსებული.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას დღეს კენჭი უნდა უყაროს გაეროს უშიშროების საბჭომ. მანამდე მომზადებულ მსგავს დოკუმენტებს ვეტო ვაშინგტონმა დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი