“ისინი მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ტაივანის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ” – რატი იონათამიშვილი “სამოქალაქო იდეის” დაფინანსებაზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ს არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მოქმედებს არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ტაივანის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
“ფაქტია, რომ როდესაც ეს ადამიანები აკეთებენ განცხადებებს საქართველო-ჩინეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე, ისინი ამ განცხადებებს აკეთებენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა იცავდეს და პირველ რიგში, რა საკვირველია, უნდა იცავდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვინაიდან მისი მიზანიც ამ ქვეყნის ინტერესების გატარება და დაცვა უნდა იყოს. ისინი ტაივანის, ანუ დამფინანსებლის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდნენ განცხადებებს. აღარ გვიკვირს, რატომ იყო მათი განცხადებები მტრული ჩვენი ქვეყნის მიმართ მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიესალმებოდნენ საქართველო-ჩინეთის პარტნიორულ ურთიერთობებს და ეს ზოგადად ევროკავშირისა და აზიის შემაკავშირებელი დერეფნის თვალსაზრისით იყო მიმზიდველი და არის მიმზიდველი თითოეული აქტორისთვის. ეს ადამიანები გამოდიან კრიტიკით, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ბოლომდე ვერ ამბობენ სიმართლეს იმიტომ, რომ იციან მათ დასამალი აქვთ და ეს დასამალი არის სწორედ ის, რომ მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს, საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის

ირაკლი ყანდაშვილი „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე: ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, თუ გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად