ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს – ენტონი ბლინკენი

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს თავდასხმა მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს.
ბლინკენის განცხადებით, ირანმა ს მიმართულებით, დაახლოებით 200 რაკეტა გაუშვა, ისრაელმა კი „ეფექტურად დაამარცხა ეს შეტევა“.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ