ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ნორვეგიელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
განიხილეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახლად დანიშნული ელჩის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად მაღალ დონეზე აყვანას.
პრემიერმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე − არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების დინამიკას, განსაკუთრებით − პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში