: …შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით

რაც შეეხება კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება და ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს კანცელარიის ღობის აღებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება [კანცელარიის] ღობის საკითხს, იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. ღობესაც და ღობის არ არსებობასაც აქვს თავისი პლუს-მინუსები. მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ. ასევე იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს 200 ათასი ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის ჯერ მონტაჟით და მერე დემონტაჟით, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ერთადერთი, დამატებითი ხარჯი, რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი. რაც შეეხება კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება და ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი