მ, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა.
საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველოს საგამოფენო სივრცეში ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ქვეყნის ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. გასტრონომიულ კუთხეში იმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და კულტურული ღონისძიებები.
საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაღალი ხელფასი გინდათ, სურსათი და მედიკამენტი დაბალი ფასებით, ამას ინვესტიცია და ეკონომიკური განვითარება რომ სჭირდება ვერ უნდა მიხვდეთ? მაგრამ დაბალ ხელფასაც აიტანთ, ოღონდ ბიძინა მოშორდეს -არა და არასდროს, ინვესტიციაც შემოვა, მშვიდობაც იქნება და ქვეყანაც განვითარდება