იოავ გალანტი – ისრაელი ირანის მხრიდან პირდაპირ თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ირანის მხრიდან პირდაპირ თავდასხმას ადეკვატურად უპასუხებს.
”ირანის პირდაპირი თავდასხმა მოითხოვს ისრაელის შესაბამის პასუხს ირანის წინააღმდეგ”, – განუცხადა გალანტმა -ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს.
პენტაგონის ინფორმაციითმ, მხარეებმა განიხილეს შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე.
„მინისტრმა ოსტინმა დაარწმუნა მინისტრი გალანტი, რომ ისრაელს შეუძლია დაეყრდნოს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ირანის თავდასხმებისგან ისრაელის დასაცავად, რომელსაც თეირანი საჯაროდ დაემუქრა“, – აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია – ქართველმა იდენტიფიცირება თავის სულიერ თავგადასავალთან საუკუნეების წინ მოახდინა, ეს არის: მამული ენა და სარწმუნოება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით და მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავონ რუსეთისთვის ნებისმიერი სახის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან