წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრის ხეობაში, ტურისტი დაიღუპა.
მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, თამარ ბელქანია წერს, რომ „შენთხვევა ჩანჩქერიდან 800 მეტრში მოხდა, გოგონას ფეხი აუსრიალდა და კლდეზე გადაიჩეხა“.
ბელქანიას ცნობითვე, გარდაცვლილი პოლონეთის მოქალაქეა.
შს სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა.