იმ პირობებში, როდესაც დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლების ჩაწერა, პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში | ხაბეიშვილი

იმ პირობებში, როდესაც დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლების ჩაწერა, პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში | ხაბეიშვილი
კეკელიძეზე განვითარებულ პროცესებში ოპოზიცია სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ხედავს. განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გააკეთა, ვისი თქმითაც სამართალდამცველებს, ვინც დღევანდელ ძალადობრივ გამოსახლებაში მიიღო მონაწილეობა, უნდა ესმოდეთ რომ ისინი არაჰუმანურ ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.
“რა ვიხილეთ დღეს და რას ვუყურებდით პირდაპირ ეთერში – მილიარდერი ოლიგარქის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლების ჩაწერა იმდენი აქვთ, ვილებს იშენებენ, ტყეებს იერთებენ, 300 000 ლარის მაჯის საათი უკეთია პრემიერ მინისტრს, ასი ათასობით ლარის ტილოები აქვთ სახლებში გამოფენილი, ასი ათასობით ლარს ავტომობილებში იხდიან და პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში. ” თქვა ხაბეიშვილმა