„იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი“

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედის განცხადებით, ის თავადაც იცნობდა იმ პირებს, რომელბიც სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერშია ნაჩვენები. მედიკო მარგოშვილის განცხადებით, ეს ადამიანები წლის განმავლობაში თავისუფლად გადადგილდებოდნენ თბილისსა და პანკისში.

„იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ პასუხს, თუ ასეთი დამნაშავეები არიან, მთელი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად რატომ დადიოდნენ თბილისშიც და ხეობაშიც“,-განაცხადა  მარგოშვილმა.

">