იმედია ბებერი და გონებაარეული ევროპაც „დაღვინდება“ და ოკეანგაღმელების ასეთი დასაცინი არ გახდება

იმედია ბებერი და გონებაარეული ევროპაც „დაღვინდება“ და ოკეანგაღმელების ასეთი დასაცინი არ გახდება
„ტოლობის ნიშანი რომ დასვეს კრემლთან(მოსკოვთან), გააუფერულეს ჩვენი სწრაფვა ნანატრი ევროპისკენ,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე -ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც შტატები ნატოსთან თანამშრომლობისას მისი მუდმივად გაფართოების აღქმის დასრულებას ასახელებს: ზაალ მიქელაძე იმედოვნებს, რომ ევროპა მოეგება გონს და დაუბრუნდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს.
„სუს-მა უნდა გამოიკვლიოს ილონ მასკიც ხომ არ იყო კამიტით გაბრუებული – ამ პოსტერით ყველაფერი ითქვა. წლებია იმავეს ვეუბნებით ბრიუსელს: ტოლობის ნიშანი რომ დასვეს კრემლთან(მოსკოვთან), გააუფერულეს ჩვენი სწრაფვა ნანატრი ევროპისკენ. იქ ახლა სხვა ფასეულობები დაგვხვდა ჩვენც და მასკსაც. ამას ხაზს უსვამს ახალი ამერიკული უსაფრთხოების სტრატეგია. ნახეთ სად ხართ და რა ადგილი გიჭირავთ ამ დოკუმენტში? ჩვენ ღმერთის რწმენა და ხელისუფლის გონიერება გადაგვარჩენს! იმედია ბებერი და გონებაარეული ევროპაც „დაღვინდება“ ოკეანგაღმელების ასეთი დასაცინი არ გახდება,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში