ივნისის შემდეგ საქართველოში 30-მდე მიწისძვრა აღირიცხა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულსა და შემოდგომაზე მიწისძვრის 27 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის – ორ შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვართან ახლოს გამოვლინდა.
ბოლო 6 სექტემბრით არის დათარიღებული – 22:30 საათზე, ქალაქ დმანისში, 4.1 მაგნიტუდა [თბილისიდან 49 კილომეტრი].
საინფორმაციო ბაზის თანახმად, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო 3 ივნისს, 22:03 საათზე, რაჭაში – ქალაქ ონთან [სოფელი ირი]. ზაფხულსა და შემოდგომაზე მიწისძვრების თითქმის ნახევარი სწორედ ონის მუნიციპალიტეტში აღირიცხა [უმეტესად სოფელი ირი – 10 შემთხვევა].
მიწისძვრის შემთხვევები აღირიცხა ასევე დმანისის, წნორის, ჩხოროწყუს, დედოფლისწყაროს, ნინოწმინდის ტერიტორიებზე.
საქართველოს საზღვართან ახლოს მომხდარი ორი მიწისძვრიდან ორივეს ეპიცენტრი იყო ს ტერიტორიაზე [მაქსიმალური 4.4 მაგნიტუდა, საქართველოს საზღვრიდან 57 კმ-ში].
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბურჯანაძე – ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო