ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების” 2025 წლის სიაში შეიყვანეს

ს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, სი ძინპინისა და სხვების გევრდით RFS-მა (“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”) “პრესის თავისუფლების მტაცებელთა” 2025 წლის სიაში შეიყვანა.
„პრესის თავისუფლების მტაცებლების 2025 წლის სია” წარმოადგენს RSF-ის მიერ “მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის” ნაწილს, რომელსაც ყოველწიულარ აქვეყნებს ავტორიტეტული ორგანიზაცია.
ინდექსი აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო “მტაცებელთა სია” გამოყოფს მათ, ვინც მედიის თავისუფლებას ფეხქვეშ თელავს.
სია სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი, ესენია: პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური. არის მათ გვერდით, ვინც ფინანსურად ანადგურებს მედიას.
“ვინაიდან ისინი ზღუდავენ საინფორმაციო მედიას ან მათზე თვითნებურად ახდენენ სამართლებრივ ზეწოლას, ბრენდან კარი (-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) ხელმძღვანელი), ვიცე-პროკურორი სენგ ჰინგი (კამბოჯა) და ქართველი მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შედიან 2025 წლის მტაცებლების ამ სიაში”, – ვკითხულობთ RFS-ის ვებ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?