ია ფარულავას ევოლუცია – როგორ იცვლებოდა მსახიობი წლების განმავლობაში – Marao

ია ფარულავა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში დაიბადა. სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო და რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ ობოლი გოგონას, თიკოს როლი ითამაშა. დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა „ფესვები“ და “სპირალი”.
1984 წელს ია ფარულავამ სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ წლებში მისაღებ და სადიპლომო გამოცდებზე მხოლოდ ერთი ხუთიანი დაიწერა, მიშა თუმანიშვილის მიერ უმაღლესი შეფასება მხოლოდ ია ფარულავამ მიიღო.
90-იანი წლების დასაწყისში ია ფარულავა -ში გადავიდა საცხოვრებლად. ლოს-ანჯელესში ია რუსული წარმომავლობის მქონე ცნობილ თეატრალურ მოღვაწესთან, გეორგ ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს.
აშშ-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
ია ფარულავა სამართლიანად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად. ჩვენი ქვეყანა რომ გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის ქალებით განებივრებულია, ამაზე არავინ დავობს, ია კი თანამედროვეობის მართლაც გამორჩეული სახეა.

ასევე დაგაინტერესებთ