იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პირველ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობების დამყარება სურთ.
„იაპონია და ჩინეთი იზიარებენ პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა გადაუჭრელი საკითხი და გამოწვევაა, ვიმედოვნებ, შევძლებთ მათ შემცირებას, ასევე დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას“, – განაცხადა ტაკაიჩიმ სამხრეთ კორეაში მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყებისას.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ მზადაა სანაე ტაკაიჩისთან კომუნიკაცია შეინარჩუნოს, რათა ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები სწორ გზაზე ერთობლივად განვითარდეს.




