“თუ ეს არ მოხდება დეკემბერში, ეს მოხდება მარტში, თუ არ მოხდება მარტში, ეს მაინც მოხდება” – მოლდოვის პრემიერი ევროინტეგრაციაზე

მოლდოვის პრემიერ-მინისტრს, დორინ რეჩანს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, მოლდოვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 3 თვით გადადოს.
“თუ ეს არ მოხდება დეკემბერში, ეს მოხდება მარტში. თუ არ მოხდება მარტში, ეს მაინც მოხდება. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროპის მშენებლობა სახლში,” – ასე უპასუხა დორინ რეჩანმა დასმულ კითხვას.
რეჩანს ასევე ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მოლდოვას მიეღო მწვანე შუქი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ს კი ვერ მიეღო, რაზეც მოლდოვის პრემიერმა უპასუხა: “ჩვენი პოზიცია ასეთია – ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინასთან ერთად მოლაპარაკებების გახსნის პროცესში”.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს