თუშეთში პირიქითა ხეობაში ხანძარი გაჩნდა

თუშეთის პირიქითა ხეობაში ცეცხლი ნასოფლარის ტერიტორიაზე გავრცელდა. როგორც ჟურნალისტებს თუშეთის სოფელ ომალოში მცხოვრებლმა სოსო ბაბულაიძემ უთხრა, ხანძარი , სავარაუდოდ, გუშინ გაჩნდა და ძირითადად ბალახი იწვის.

,,ჩემი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ძირითადად ბალახია, ნასოფლარია, რომელსაც ხევოს ვეძახით. მიუვალი ადგილია და ცეცხლს წვიმა თუ ჩააქრობს. იქვე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს”- ამბობს სოსო ბაბულაიძე .

ხეობაში ცეცხლის კერების არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა.

თუშეთში ხანძარის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ხახაბოს ტყეში ხანძარი ჯერ 2 სექტემბერს, შემდეგ კი 15 სექტემბერს ისევ გაჩნდა. ორივე ცეცხლის კერა უკვე ლიკვიდირებულია.

 

ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს
">