თურქეთი, საქართველოსთან მიმართებაში, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ლიდერი ქვეყანაა – საქართველოს ელჩი თურქეთში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში გიორგი ჯანჯღავამ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი, საქართველოსთან მიმართებაში, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ლიდერი ქვეყანაა.
მისი განმარტებით, 2005 წლიდან, საქართველოს ეკონომიკაში პრაქტიკულად 2 მილიარდზე მეტია ინვესტირებული თურქეთის ეკონომიკის მხრიდან.
“თურქეთი, საქართველოსთან მიმართებაში, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, არის ლიდერი ქვეყანა. ინვესტიციის განხრითაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. 2005 წლიდან, პრაქტიკულად 2 მილიარდზე მეტია ინვესტირებული თურქეთის ეკონომიკის მხრიდან. სამმხრივი ფორმატები გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოვყოფდი, ასევე თავდაცვას და ა.შ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, თურქეთის როლი, მიმდინარე საკითხები, საქართველო-თურქეთს შორის არსებული დღის წესრიგი, მათ შორის, არაღიარების პოლიტიკა, ნატოს-თან მიმართება, ახლო აღმოსავლეთი, ყარაბაღთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები და, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ალბათ, დახურულ ფორმატში გექნებათ კითხვები”, – გიორგი ჯანჯღავა.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ