„თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს“

თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის შესახებ განათლების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას და განათლებაზე ზრუნვას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი იქნება სწორედ ეს, რასაკვირველია, მეცნიერებაზე ზრუნვაც. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ჩვენი სამინისტროს ერთერთი პრიორიტეტი, მაგრამ ეს არის სწორედ ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური, ფუნდამენტური მიდგომა და ამას განახორციელებს ჩვენი სამინისტრო. ყველა ის რეფორმა, რაც იყო წარმატებული, რასაკვირველია, გაგრძელდება. არის მთელი რიგი გამოწვევები, ეს უკავშირდება განათლების ხარისხს, მეცნიერების ხარისხის განვითარებას, ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს“,-განცხადა ჩხენკელმა.

 

">