თიანეთში ქიტესაშვილმა მეჭიაურს 4 ხმით მოუგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, N19 თიანეთის საარჩევნო ოლქში 20 საარჩევნო უბნიდან ვებგვერდზე 17 საარჩევნო უბნის მონაცემებია განთავსებული, რომლის მიხედვითაც 54.44% თამაზ მეჭიაურს აქვს, 45.56% კი ლელა ქიტესაშვილს.

როგორც „რეგინფოსთიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, მათ ცესკოს ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები მიაწოდეს და საერთო ჯამში არჩევნები “ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს მხოლოდ 4 ხმით მოუგო.

თიანეთის საარჩევნო ოლქში სულ 10777 ამომრჩეველია. არჩევნებში მონაწილეობა 6198–მა ამომრჩეველმა მიიღო (57.51%)

">