ერთა ლიგის მეორე ტურში, სახლში კოსოვოსთან 0:4 წაგების შემდეგ, კომენტარი კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ასეთი შეცდომების დაშვების შედეგად წაგება გარდაუვალია. გვაქვს პრობლემა, მეტადრე ჩემპიონატის დასაწყისისას. ბიჭებმა მთელი ენერგია ლიეტუვასთან მატჩს შეალიეს. მხოლოდ 8 ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებული. გამოჩნდა, რომ დროის ასეთ მოკლე პერიოდში ორი მატჩის თამაში არ შეგვიძლია. დავიღალეთ, მოვკვდით, დავმთავრდით… განსაკუთრებით ასეთ კარგ გუნდთან. კოსოვო გაცილებით უკეთ მომზადებული იყო.
ეს ეროვნული გუნდია და ვიდრე ქვეყანა არსებობს, მას მომავალი აქვს. შეიძლება გამოჩნდეს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებსაც უკეთ გარჯა შეეძლებათ. როდესაც ნაკრები ჩავიბარე, არაფერი არ ჰქონდა მიღწეული, ბოლო ლიგაში ვიყავით, ახლა ლიეტუვას მოვუგეთ და არ მგონია, ქვედა დივიზიონში დავქვეითდეთ”.