თელ-ავივში ტერაქტისას საქართველოს მოქალაქე დაიჭრა

თელ-ავივში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
“ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”, – აცხადებენ საგარეოში.
ს ქალაქ თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 8 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 7 კი დაიჭრა.
Times of Israel-მა პოლიციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.