თეთრ ნაჭრებზე, საკვებით დაწერილი სიტყვები – რა ეწერა ქსოვილზე, რომლითაც საკუთარი არმიის მიერ მოკლული ისრაელელი ბიჭები დახმარებას ითხოვდნენ

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გაჩხრიკეს შენობა, რომელთანაც, ისრაელის არმიამ საკუთარი მოქალაქეები მოკლა. მათ იპოვეს ორი თეთრი ნაჭერი, რომელზეც, საკვებით, რამდენიმე სიტყვა ეწერა, – ამის შესახებ BBC წერს.
“SOS” და “დაგვეხმარეთ, 3 მძევალი” – ესაა ის სიტყვა და ფრაზა, რომლითაც სამი ახალგაზრდა ცდილობდა, თავისი ქვეყნის არმიისთვის ეცნობებინა, რომ, “ჰამასის” ტყვეობაში მყოფებს, დახმარება სჭირდებოდათ.
საპასუხოდ, ცაჰალმა მათ ცეცხლი გაუხსნა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ეს შეცდომით მოხდა, რადგან ერთ-ერთ ისრაელელ სამხედროს ბიჭები ტერორისტები ეგონა, ისინი საფრთხედ მიიჩნია და ცეცხლი გაუხსნა.
ისრაელის ცნობით, ორი ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი უკან გაიქცა და შენობაში შევარდა, თუმცა, მოგვიანებით, ისიც გარდაიცვალა.
“[ისრაელელმა] ჯარისკაცებმა გაიგონეს, როგორ ითხოვდა ვიღაც დახმარებას ებრაულად და მეთაურმა მაშინვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება”, – აცხადებენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში.
მოკლულები 22, 26 და 28 წლის ბიჭები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა