თბილისში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სადაც ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ მედიასთან განაცხადა, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა, სადაც ერთი პირი ცხოვრობს.
მისი თქმით, ქალბატონი გამოყვანილი იქნა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„16 – სართულიანი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა ხანძარი. ბინაში ქალბატონი ცხოვრობდა. ყველაზე მთავარია, რომ ქალბატონი გამოყვანილ იქნა. საგანგებო სიტუაციების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და რაც მთავარი, მსხვერპლი არ არის. ექსპერტიზა შეაფასებს კორპუსის მდგრადობის საკითხს და რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ.
ხანძარი მეორე ბინაშიც გადავიდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ