თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს – ჯეფრი საქსი

ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ