თბილისის უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ხვალ  თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი” ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის,  ცოტნე დადიანის, ქსნის, ფეიქართა, ვახტანგ მახალდიანის, რევაზ ურიდიას, გიორგი სააკაძის, ქავთარაძის, ეროსი მანჯგალაძის, რკინიგზის, რაფიელ ერისთავის, დიდუბის, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ალექსანდრე მრევლიშვილის, დეპოს, ჭყონდიდელის, საყვირის,  კავთისხევის, წმინდა მელქისედეკ I, კოხრეიძის და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 ვაკის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის  ქუჩის  (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის,  ფალიაშვილის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, ატენის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 ისნის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის  „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ხევძმარის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ლეონიძის და გალაქტიონ ტაბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

/</a></iframe>