თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა

თბილისის  საკრებულოს მეექვსე მოწვევის  წევრებმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძეაირჩიეს. რეგისტრაცია 45 დეპუტატმა გაიარა, აქედან გიორგი ტყემალაძეს 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, დანარჩენმა 4-მა კი საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა.

ტყემალაძის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, დანარჩენი ორი მოადგილე კი დავით უჯმაჯურიძე და მარიკა დარჩია იქნებიან.

გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის მაჟორიტარად ,,ქართულმა ოცნებამ”  წარადგინა,  2017 წლის 21 ოქტობრის  ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მისი კანდიდატურა მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დაასახელა.