თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას  „რუსთავი 2“ ავრცელებს.   გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში ბომბს ეძებენ.

როგორც „რუსთავი 2-ს“ აცნობეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის ორივე ტერმინალში ევაკუაციაა გამოცხადებული.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.