თბილისის ნაწილს ხვალ დროებით ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 მთაწმინდის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაზალეთის, ქობულეთის, ნაფარეულის, ჯანაშვილის, რაფიელ ერისთავის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ქუთათელაძის, ბარნოვის, შროშის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით  12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, მერი დავითაშვილის, ვარდენ წულუკიძის, ტაშკენტის, ზემო ვეძისის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

 სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის,  ვარკეთილი-3 დასახლების I, II მიკრორაიონების, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 ისნის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 ჩუღურეთის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

 დიდგორის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი ბეთანიას და სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.

/</a></iframe>