თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა

დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მიიღეს.
„დასუფთავების აქციები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს ნარჩენების ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში განთავსების შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, კონტეინერებში განვათავსოთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
მერიის განმარტებით, დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად დედაქალაქიც უერთდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი აქტივობა იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო”, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა