თბილისის ზონალური საბჭო უქმდება

თბილსის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ზონალური საბჭო უქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ინიციატივით მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

„მოგეხსენებათ, საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა, რომელიც რა საკვირველია შეეხება ურბანული პოლიტიკის მიმართულებასა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნას. ამ პროცესის დასრულებამდე ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები, ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

">