„თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 10-11 ოქტომბერს ჟენევაში გამართული, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ კონსულტაციების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება.

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავება აღიქმება, როგორც რეგიონის უსაფრთხოების რეალური საფრთხე. წელს ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში გამართულ წვრთნებზე რეკორდული რაოდენობის სამხედროები და ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მანევრებს ესწრებოდნენ NATO-ს ცალკეული ქვეყნების ემისრები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ წვრთნების ანტირუსულ ხასიათსა და მათ მნიშვნელობას სამხრეთ ოსეთის „დეოკუპაციისთვის“. თბილისისა და ალიანსის წევრების მსგავსი ქმედებები ჟენევის დისკუსიების მიზნებს ეწინააღმდეგება, აუფასურებს ფორმატის ფარგლებში მუშაობს და რეგიონში დაძაბულობას ზრდის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიაზე, საქართველოს გარდა ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადია. ამავე განცხადებაში წერია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გამშვები პუნქტები ფუნქციონირებს, ხოლო ინციდენტების რაოდენობა საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს არ ცდება. ავტობუსების გადაადგილებამ შეამსუბუქა გალის რაიონში ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა.

">