თამო კეშელავა: ასეთი მძიმე ბრალი არავის წაუყენებია, როგორც ოცნების გამპრავებლებმა წაუყენეს მთავრობას

“ოცნების გამპრავებლებმა ოცნებას სისხლის სამართლის დანაშაულში დასდეს მთლად ბრალი.
ასეთი მძიმე ბრალი არავის წაუყენებია, როგორც ოცნების გამპრავებლებმა წაუყენეს მთავრობას.
ამ ბრიყვებმა დაწერეს, რომ ამ ბავშვების დედა ყოფილა ცუდი და ხიხია დედაო და ეს ყველამ იცოდაო, ყველამო, ხოდა, ამ ბავშვების დედის ბრალია ამ ბავშვების სიკვდილი და ხელისუფლებასთან რა გინდათო.
ჯერ ეს სინდის–ნამუს გაურეცხავები, სინდის–ნამუს ბინძურები, რა გაირეცხებოდა, რაც არ აქვთ, აკი, გლოვას დუმილი უხდებოდა და გლოვა არ დააცადეს არც ერთ დაზარალებულს ლამის, რომ მასვე არ დააბრალონ ოჯახის წევრების სიკვდილი.
მერე – თუ ყველამ იცოდა, ერმაც და ბერმაც და სახელმწიფომაც და თუ ასეთი საშიში იყო დედასთან შვილების დატოვება და მაინც დატოვეს – სახელმწიფო გამოდის ზუსტად დამნაშავე, ბევრად მძიმე ფორმით თან, გამიზნული დანაშაულია ეს თან, წინასწარგანზრახული – ამას რომ ვერ იაზრებთ, ბრიყვებიც ხარ, მაგრამ იცის “გაპრავებამ” სიბრიყვე, უსინდისობამაც იცის სიბრიყვე, სიბნელემაც იცის სიბრიყვე, ცოდვა–მადლის არცოდნამაც იცის სიბრიყვა.
აქვე ვიტყვი, რომ “გამპრავებლების” გარდა არავინ საუბრობს და წერს დედაზე ცუდს და შესაბამისად, გადაუმოწმებელი რაღაც საზიზღრობა, ღორობა ისტორია რომ ვრცელდება, მის სიმართლეზე არაფერი ვიცი, მაგრამ ასე თუა, დავუშვათ და თუ ასეა, ამ ვერსიით, ბევრად დიდ დანაშაულში რომ ჰყოფს ოცნება თავს – ამაშია საქმე.
ცოდვა–მადლის უცოდინრებო, ქვასროლიებო, ზემოთ ასროლილი ქვა ყოველთვის ძირს ეცემა, შეიძლება ზოგჯერ ხის ტოტს შერჩეს და რამდენიმე თვის მერე ჩამოვარდეს, რამდენიმე წლის მერე, მაგრამ აუცილებლად მიწას დაენარცხება და იმას, ვინც და რაც მაგ დროს ქვის იქ დგას, ასე რომ გეშინოდეთ, ზემოთ, უკან, ქვემოთ, გვერდით ყურებით იარეთ სახლშიც კი, ცოდვა–მადლის წამოწევის გეშინოდეთ.
მეცოდებით…”,  – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ