თაკო ნაცვლიშვილის შთამბეჭდავი კაბა და ფოტოები მეუღლესთან ერთად – Marao

25 წლის მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფიგურაა. მან სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან მისი დედა, უმშვენიერესი ნინა ცქიტიშვილი, ასევე მოდელი და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელია. ნინა “მის საქართველო 1997”-ის ტიტულის მფლობელია. მას და მის მეუღლეს, ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს, ოთხი შვილი ჰყავთ: ანა, რომელიც ასევე სამოდელო სფეროში საქმიანობს; გუგა, რომელიც მამის გზას აგრძელებს და ყველაზე უმცროსი ანდრია, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა.
ამჯერად თაკო მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს გვიზიარებს. ის ულამაზეს ლურჯ კაბაში პოზირებს და მეგობრებისა და გულშემატკივრების იდ მოწონებას იმსახურებს:
თაკო ნაცვლიშვილის კარიერა
თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: “ვერსაჩე”, “არმანი”, “ელი სააბი”, “რალფ & რუსო”, “ზუჰაირ მურადი”, “დიორი”, “ჩალაიანი”, “იამამოტო” და სხვ.მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც “ჩაქრა”. საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ – ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ