თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

მინსკში მიმდინარე 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრ მედვედის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც გივი მაჭარაშვილის ანგარიშზეა.

მაჭარაშვილმა უფროსებს შორის პირველი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. 97 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა რუსეთის წარმომადგენელი, მაგომედხან მაგომედოვი 6-5 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს 7-6 და ყაზახ ელხან ასადოვს აშკარა უპირატესობით 12-2 მოუგო.

 

">