ზღაპრული ორსული – კადრები მარიამ მათიაშვილის საორსულო ფოტოსესიიდან – Marao

“სუხიშვილების” მოცეკვავე, უმშვენიერესი და უნიჭიერესი მარიამ მათიაშვილი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. ის სცენაზე და სცენის მიღმა ერთნაირად საინტერესო სახეა. მარიამმა ცოტა ხნის წინ დავით თოფურიაზე იქორწინა. წყვილი პირველ შვილს ელოდება.
მარიამი 33 წლის გახდა, დაბადების დღის წვეულებასთან ერთად კი მან და მისმა მეუღლემ ბავშვის სქესიც გაიგეს – ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან. ამჯერად მარიამი კადრებს საორსულო ფოტოსესიიდან გვიზიარებს:
მარიამ მათიაშვილი
ასევე ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია. მან სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის “ამბასადორში” შედგა. რადგან მარიამმა დედის გზა გააგრძელა და თავადაც “სუხიშვილების” მოცეკვავეა, ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით. ქორწილს უამრავ სხვა ცნობილ სახესთან ერთად ნინო სუხიშვილიც ესწრებოდა.
როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც – იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც – იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.
ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!” – ამბობდა თეა დარჩია.