ზურაბიშვილი: პრეზიდენტი პირდაპირ იჭრება კანონმდებელი ორგანოს კომპეტენციაში

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი კანონმდებელი ორგანოს კომპეტენციაში პირდაპირ ერევა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პრეზიდენტი პირდაპირ იჭრება კანონმდებელი ორგანოს კომპეტენციაში. პარალელური კომისიის შექმნით, მაშინ, როცა ის პროექტი კომისიაში დამუშავებული იყო, გასულია ორი მოსმენით და მესამე მოსმენით გასვლას ელოდება, არის პროცედურების დარღვევა. პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობის კონკურენტად გვევლინება, რაც საკმაოდ უცნაურია იმ პირისგან, რომლის პირველი მოვალეობაა არის კონსტიტუციის დაცვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

">