ზუგდიდი-ცაიშის მაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიას საკრებულოს წევრი ემსხვერპლა

ზუგდიდი-ცაიშის მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კი რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს „მიცუბიშისა“და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

როგორც, news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

">