ზაფხული ბენის გარეშე – ჯენიფერ ლოპესის ფოტოები განხილვის საგნად იქცა – Marao

ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის დაშორება გარდაუვალია. Daily Mail-ის ინფორმაციით, წყვილმა განქორწინების პროცესი უკვე დაიწყო.
„მათ ერთი თვის წინ დაასრულეს განქორწინების საბუთები, მაგრამ ელიან შესაფერის დროს ინფორმაციის გასასაჯაროებლად. ისინი გაავრცელებენ ერთობლივ განცხადებას” – აღნიშნავს წყვილთან დაახლოებული პირი.
US Magazine-ის ცნო­ბით, ჯეი ლომ თა­ვად წა­რად­გი­ნა გან­ქორ­წი­ნე­ბის მო­თხოვ­ნა სა­სა­მარ­თლო­ში. დო­კუ­მენ­ტებ­ში, სა­დაც სა­ჭი­რო იყო გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზის მი­თი­თე­ბა, მომ­ღე­რალ­მა საკ­მა­ოდ ბა­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზი მი­უ­თი­თა: “გა­და­უ­ლა­ხა­ვი უთან­ხმო­ე­ბა”.
როგორც წესი, ცნობილი ადამიანები ქორწინებამდე წინასაქორწინო კონტრაქტს ამზადებენ, სადაც გაწერილია განქორწინების შემდგომი დეტალები ქონების გაყოფისა და კომპენსაციის გადახდის შესახებ. ბენსა და ჯენიფერს მსგავსი შეთანხმება არ დაუდიათ, თუმცა ჯენიფერი ბენთან თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას მაინც აპირებს.
ამ პირადი დრამის პარალელურად, ჯეილო სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს და აქტუალურობას არ კარგავს. მან ზაფხულის შემაჯამებელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებია გაერთიანებული. კადრებში ჩანან მისი შვილები, მეგობრები, თუმცა არსად ჩანს ბენ აფლეკი. “ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება”, “ასეთი ჯენიფერი გვენატრებოდა”, “არავინ გჭირდება, რომ დედოფალი იყო” – წერენ ალბომის ქვეშ.
20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა წყვილმა შეხვედრა დაიწყო. თავდაპირველად ბენი და ჯენიფერი ერთმანეთს 2 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს დაშორდნენ. ამის შემდეგ ორივე მათგანმა შექმნა ოჯახი და ჰყავთ შვილები.
ლოპესი 2004 წელს მარკ ანტონიზე დაქორწინდა და ისინი ერთად 2014 წლამდე იყვნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს: მაქსი და ემი. რაც შეეხება ბენს, აფლეკმა ცოლად შეირთო ჯენიფერ გარნერი, რომელთანაც 2005 წლიდან 2018 წლამდე იყო და 3 შვილი: ვაიოლეტი, სერაფინა და სამუელი ჰყავს.
2021 წელს ლოპესი და აფლეკი 10 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირეს ერთად და ჭორებმაც მაშინვე დაიწყო გავრცელება, რამდენიმე თვის შემდეგ კი ურთიერთობა „ინსტაგრამზე“ დაადასტურეს.
წყვილი ერთმანეთს 2002 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ამ დროს ჯენიფერი თავის მეორე ქმართან, ქრის ჯუდთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც 2003 წელს დაშორდა. მოგვიანებით ჯენიფერმა აღიარა, რომ ბენი ერთი ნახვით შეუყვარდა და „ბენიფერის“ სახელით, ისინი ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა წყვილი გახდნენ.
2002 წლის ნოემბერში ლოპესმა განაცხადა, რომ ის და ბენი დაინიშნენ. 2003 წელს, სანტა ბარბარაზე ქორწინებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბენმა და ჯენიფერმა ქორწილის თარიღი გადასწიეს და მიზეზად მედიის განსაკუთრებულად დიდი ყურადღება დაასახელეს.
2004 წელს წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. მიზეზად კვლავ მედიის და პაპარაცების ყურადღება დასახელდა.
იმავე წელს, 26 მარტს, წყვილი საერთო ფილმში გამოჩნდა, 2015-20 წლებში კი მათ მეგობრული ურთიერთობა დაამყარეს და ერთმანეთს ყველა საკითხში უჭერდნენ მხარს.
2021 წელს ჯენიფერი ქმარს გაშორდა და აფლეკთან უფრო დიდი დროის გატარება დაიწყო, თუმცა ის, რომ ისინი კვლავ რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, მხოლოდ 2021 წლის 24 ივლისს გახდა ცნობილი.
2022 წლის აპრილში ჯენიფერი და ბენი კვლავ დაინიშნენ, ხოლო 2022 წლის 16 ივლისს წყვილმა ოფიციალურად იქორწინა. “ბენიფერი” დასტურია იმისა, რომ სამყაროში სამუდამო არაფერია – დიდი სიყვარული, წლების მანძილზე ნაშენები ურთიერთობა ქორწინებიდან 2 წელში დასრულდა და ახლა ისინი განქორწინების საბუთებს აწესრიგებენ.

ასევე დაგაინტერესებთ