ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირების წოდება მიენიჭათ

უკრაინის პრეზიდენტმა მ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
ზალუჟნის ჯილდო გადაეცა „განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში“.
გარდა ამისა, ზალუჟნი დაჯილდოვდა „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით.
უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა ასევე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ კირილო ბუდანოვს.
ზალუჟნის 2021 წლიდან ეკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა. მთავარსარდლის პოსტზე ის ჩაანაცვლა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც მანამდე უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი იყო.
უკრაინის მედია აღნიშნავს, რომ ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტის კანდიდატად კირილო ბუდანოვიც განიხილებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ