“ზუსტად 12 წლის წინ, 2012 წლის 30 სექტემბრის გვიან საღამოს, დაახლოებით ამ დროს, საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლეს 9 თვის ბარბარე რაფალიანცი.
ვიღაცამ ის წყლით სავსე ქვევრში ჩააგდო, ქვევრს თავზე დაახურა, ივანიშვილის ტელევიზიას დაურეკა, ნაცებმა ბავშვი გაიტაცესო და ქვეყანაში მასობრივი ფსიქოზი გააღვივა, რათა ბედუკაძის მხატვრული ვიდეოებით გამოწვეული შოკი ბოლომდე მიეყვანა და ქვეყანა ხელში ჩაეგდო. ქოცრეჟიმის სახეებმა (ღარიბაშვილი, ბერიკაშვილი) მკვლელობა მაშინდელ ხელისუფლებას დააბრალეს და ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას შეგვპირდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი საქმე ჩაფარცხეს. რამდენიმე წლის თავზე, მთავარმა ცილისმწამებელმა, მანანა ბერიკაშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ბარბარე რაფალიანცს შეეხებოდა, უპასუხა – თქვენს გარდა ეს თემა არავის აინტერესებს, დაიკარგეთ აქედანო.
ეს ხალხია დღეს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში. და ამ ხალხის ხელისუფლებაში მოყვანისთვის ვლადიმირ ბედუკაძე მოსკოვში საგანგებო ჯილდოთი დააჯილდოვეს…
ბარბარე რაფალიანცი დღეს 12 წლის იქნებოდა და, რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბრის კატასტროფა, ვინ იცის, იქნებ დღეს მშობლებთან ერთად ლაზიკაში ეცხოვრა. იმ ლაზიკაში, ქოცებმა რომ მოკლეს, პუტინის დავალებით,” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი.