ვუდი ალენის ახალი ფილმის პირველი პოსტერი და ფოტოები

რეჟისორ ვუდი ალენის ახალი ფილმი, Wonder Wheel, 2017 წლის პირველ დეკემბერს გამოვა. კინოსურათის სიუჟეტი 1950-იანი წლების ნიუ-იორკში ხდება, მთავარ როლებს კი ქეით უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებენ. ქეით უინსლეტის გმირს, ჯინს, მაშველი შეუყვარდება, რომლის როლსაც ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებს.

 

 

ვუდი ალენი ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსია, რომლის უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. რეჟისორს 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი აქვს გადაღებული.

ვუდი ალენს მრავალ საკუთარ ფილმში თავად აქვს შესრულებული მნიშვნელოვანი როლები. მისი მნიშვნელოვანი დასაყრდენი საკუთარ შემოქმედებაში არის ლიტერატურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ევროპული კინემატოგრაფია და, განსაკუთრებით ბოლო დროს, ქალაქი ნიუ-იორკი, სადაც ის დაიბადა, მთელი ცხოვრება გაატარა, და რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, მთელი მისი აღმაფრენის წყარო იყო.

 

 

 

 

 

">