ვლადიმერ პუტინი – ნატო უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს

დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს, იძულებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილებები ამ გზით შექმნილი საფრთხეების საფუძველზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობა – ეს უკვე მნიშვნელოვნად ცვლის კონფლიქტის არსს, ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომში არიან “, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუკი ეს მოხდება, რუსეთი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც მას შეექმნება.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ნატო-ს ქვეყნები ამჟამად განიხილავენ არა მხოლოდ ს მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შესაძლო გამოყენებას, არამედ წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა უკრაინის კონფლიქტში.
„ამ სარაკეტო სისტემების ფრენის მისიების შესრულება მხოლოდ ნატო-ს სამხედრო პერსონალის მიერაა შესაძლებელი. ეს შესაძლებელია მხოლოდ თანამგზავრების სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით, რაც ს არ გააჩნია. ამიტომ, საუბარია არა იმაზე, მისცენ თუ არა უკრაინის რეჟიმს ამ იარაღით რუსეთზე დარტყმის უფლება, საუბარია გადაწყვეტილების მიღებაზე: ნატო-ს ქვეყნები უშუალოდ ჩაერთონ კონფლიქტში, თუ არა. თუ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ნატო-ს ქვეყნების – -ის, ევროპის ქვეყნების – უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს