კრემლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ს პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ყველა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის სა და სომხეთისთვის, თანამშრომლობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის) ფარგლებში დადებითია, რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ისიც ძალიან წარმატებით ვითარდება,“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, 2015 წლიდან სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან 14-ჯერ გაიზარდა, რუსეთთან კი შვიდ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა